2025 წლის 28 ნოემბერს, 15:00 საათზე, თსუ ფილოლოგთა კლუბი გამართავს მორიგ მუდმივმოქმედ სემინარს „საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე”, რომლის ფარგლებშიც გაიმართება პროფესორ ლადო მინაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ბუნების გრძნობისა და ბუნების გაგების საკითხი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში”.
ღონისძიება ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია.